პარლამენტის საშემოდგომო სესიის სხდომაზე ამნისტიის შესახებ კანონი 80 ხმით 0–ის წინააღდეგ დამტკიცდა. თავდაპირველად პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტის V, VII, XI და XVI მუხლის სარეიტინგო კენჭისყრა მოაწყო, რომლის შედეგად 73 მომხრე და 3 მოწინააღმდეგე გამოვილინდა.
ამის შემდეგ პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი V, VII, XI და XVI მუხლს მეორე მოსმენით უყარა კენჭი. ხმათა უმრავლესობით, 80 მომხრე ერთის წინააღმდეგ, ეს მუხლები მიღებული იქნა.
კანონი ამნისტიის შესახებ სრული სახით მესამე და საბოლოო მოსმენით პარლამენტმა 80 ხმით 0–ის წინააღმდეგ დაამტკიცა.