ახალი ამბები

ჟურნალისტურ ეთიკის ქარტია: გიორგი გაბუნიამ 2 პრინციპი დაარღვია

1 აპრილი, 2017 • 3256
ჟურნალისტურ ეთიკის ქარტია: გიორგი გაბუნიამ 2 პრინციპი დაარღვია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა “კურიერ PS-ის” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქარტიის ორი პრინციპი დაარღვია. საბჭოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტმა ქარტიის პირველი სიზუსტის და მეშვიდე, დისკრიმინაციის პრინციპი დაარღვია.

გიორგი გაბუნიას გარდა, დარღვევა დაუდგინდა სადავო სიუჟეტის ავტორს მაია ლომიძეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, ლომიძემ მესამე, ფაქტის მიჩქმალვის პრინციპი დაარღვია.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სადავო გახდა 2017 წლის 12 თებერვალს გადაცემა P.S-ის ის სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე.  განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალა არაზუსტ ფაქტებს შეიცავდა და გარდა პირველი, მეშვიდე და მესამე  პრინციპისა, დარღვეული იყო მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპიც, თუმცა საბჭომ მე-11 პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.

ქარტიის ცნობით, საქმის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და საკუთარი პოზიცია არც წერილობით წარმოუდგენიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი