ახალი ამბები

ზურაბ ადეიშვილი დაკითხვაზე ბანკ ‘ქართუს’ საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს

20 დეკემბერი, 2012 • • 4785
ზურაბ ადეიშვილი დაკითხვაზე  ბანკ ‘ქართუს’ საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება სამინისტროში 2012 წლის 17 დეკემბერს გაკეთდა.

 

ნინო გიორგობიანის განცხადებით, 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, გააცნო ბანკი  ქართუს გაკოტრების სქემა და დაავალა მისი განხორციელება, თავის მხრივ, შესრულება ჯაბა ებანოიძემ დააბარა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს იმჟამინდელ უფროსს მამუკა ლაშხიას და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ოთარ აგლაძეს.  აღნიშნული პირები დაუკავშირდენენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ იმ ბიზნესმენებს,  რომელთა კომპანიებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკ ქართუში, ასეთ კომპანიებს შორისაა- მცხეთა მთიანეთის გუბერნატორის იაგო ჩოჩელის შპს „ინტერპლასტი“, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ერეკლე კოდუას ნათესავების საწაროები „პირიმზე“ და სამკერვალო ფაბრიკა „ლაურა ღაჭავა“,  მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის საწარმოები ლოგოსი და ამხანაგობა “თეთრი სახლი’

ზურაბ ადეიშვილი
ზურაბ ადეიშვილი

შსს აცხადებს, რომ ყველა კომპანიამ შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით აღიარა არარსებული საგადასახადო დავალიანება,  აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ფიქტიური აუქციონი, სადაც არც ერთი ქონება არ გაიყიდა, ქონება გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს და პრეზიდენტის განკარგულებით გაიყიდა პირდაპირი მიყიდვის წესით.


“2012 წლის დასაწყისში ზურაბ ადეიშვილმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს დავით გიორგაძეს პირადად დაავალა, ყველა ეს ქონება პირდაპირი წესით გადაეცა იმ კომპანიებისთვის, რომელსაც მას შემოსავლების სამსახური გაუგზავნიდა, ამ გზით ყველა ეს ქონება იმ ფიზიკურ პირებზე გაიყიდა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან ამავე ქონებების ყოფილ მეპატრონეებს”


ნინო გიორგობიანის მიერ გავრცელებული ინფორაციით, ჯაბა ებანოიძემ, მამუკა ლაშხიამ, ოთარ აგლაძემ, დავით გიორგაძემ და ბიზნესმენებმა ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან და გამოძიებას მისცეს სრული ინფორმაცია დანაშაულებრივი სქემის დეტალების შესახებ

 

“სისხლის სამართლის საქმეში არსებული ჩვენებებით და სხვა უტყუარი მატერიალური მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაულებრივ სქემაში, რომელიც  მიმართული იყო ბანკი ქართუს გაკოტრებისა და ფინანსური ზიანის მისაყენებლად, შეთანხმებულად და ორგანიზებულად მოქმედებდნენ ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლები, კერძოდ, საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, მათში შემავალი სტრუქტურებით და ქვედანაყოფებით, გამოძიება გრძელდება და დამატებითი მასალები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი