აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ 2012 წლის 12 ნოემბრის 12:30 საათიდან 23:30 საათამდე მოსამართლის ბრძანების გარეშე განხორციელდა სატელეფონო მოსმენა ტელეფობის ნომერზე 577 12 12.

 

აღნიშნული ფარული მოსმენის ჩანაწერის კანონიერად ცნობის შუამდგომლობით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მეორე დღეს, 13 ნოემბერს მიმართა. პროკურორი ლ. ფანჩულიძე შუამდგომლობაში მიუთითებს, რომ გიორგი ნემსიწვერიძესთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირის – “ვინმე გიორგის” სარგებლობაში არსებული ტელეფონის 577 20 12 12 ნომერზე ზემოთ აღნიშნული დროის პერიოდში მოსმენა განხორციელდა პროკურორის 2012 წლის 12 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე.

 

საბოლოოდ, მოსამართლე ნ. ხუჯაძემ დაადგინა, რომ 2012 წლის 12 ნოემბრის 12:30 საათიდან 23:30 საათამდე მოსამართლის ბრძანების გარეშე ტელეფონის ნომერზე – 577 20 12 12 განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერა ცნობილი იქნას კანონიერად.

 

აღნიშნულ დოკუმენტში არ არის მითითებული, რომ საქმე ეხება ნიკა გვარამიას სატელეფონო მოსმენას, თუმცა ტელეფონის ნომრით- 577 20 12 12 ნამდვილად სარგებლობდა ნიკა გვარამია, თუმცა დოკუმენტში მითითებულია, რომ ამ ნომრით ვინემ გიორგი სარგებლობდა.

 

პროკურატურაში დღეს განმარტეს: “აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ტელეფონით სარგებლობდა ნიკა გვარამია. ტელეფონის ნომერი “ფიქჩერს პროდაქშენ კომპანიზეა” რეგისტრირებული.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *