ახალი ამბები

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ისმინებოდა ტელეფონი, რომლითაც გვარამია სარგებლობდა

20 დეკემბერი, 2012 •
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ისმინებოდა ტელეფონი, რომლითაც გვარამია სარგებლობდა

“ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დაზუსტებული იქნა, რომ ნემსიწვერიძეს მობილურზე უკავშრდებოდა ვინმე გიორგი, სატალეფონო ნომრიდან 577 20 12 12 და აღნინული პიროვნება იყო ჩართული ელიტარული კორუფციის სქემაში. პროკურატურამ მიმართა შესაბამისი შუამდგომლობით და სასამართლოს მიერ გაცემული იქნა სხვადასხვა სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლება, რის შემდეგაც განხორციელდა სატელეფონო მოსმენა კანონის სრული დაცვით და აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ტელეფონით სარგებლობდა ნიკა გვარამია. ტელეფონის ნომერი “ფიქჩერს პროდაქშენ კომპანიზეა” რეგისტრირებული. ამდენად, განხორცილებული სატელეფონო მოსმენები არის საკანონმდებლო სივრცეში მოცული”, – განაცხადა დავით მჭედლიშვილმა.

 

დავით მჭედლიშვილი
დავით მჭედლიშვილი

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერმა მოსამართლემ განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ სატელეფონო მოსმენებზე გაცემული ნებართვები არ ეხება ნიკა გვარამიას და ვანო მერაბიშვილს. ერთ-ერთი სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც გუშინ გამოაქვეყნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ასახავს ნიკა გვარამიას და ვანო მერაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარს.

დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნეს, რომ მოსმენებზე სასამართლოს ნებართვების გასაჯაროება მაშინ, როცა ამ ნებართვით მოსმენის ვადა არ ამოწურულა, არღვევს კანონს, რაზეც დავით მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მოიხსნა გრიფი საიდუმლო, ამ დოკუმენტის გასაჯაროება შესაძლებელი იყო.

 

მჭედლიშვილის თქმით, კანონით შესაძლებელია სატელეფონო მოსმენის ნებართვა გაიცეს როგორც კონკრეტულ ტელეფონის ნომერზე, ისე – კონკრეტულ პირზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი