ახალი ამბებისაზოგადოება

ბრძოლა გადარჩენისთვის – ხეების დარგვის აქცია ტრანსგენდერთა ხილვადობის დღეს

31 მარტი, 2017 •
ბრძოლა გადარჩენისთვის – ხეების დარგვის აქცია ტრანსგენდერთა ხილვადობის დღეს

დღეს, 31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს თბილისში ტრანსგენდერმა ადამიანებმა და მათმა მეგობრებმა, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დარგეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ამ ფორმით საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს:

დღეს, 31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავსირებით, დღეს თბილისში ტრანსგენდერებმა და მათმა მეგობრებმა, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დარგეს. 31.03.2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“31 მარტი არის ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის დღე. ხილვადობა არის საჭირო იმისთვის, რომ შემდგომში მიეცეს საშუალება ამ საზოგადოებას, რომ გათავისუფლდეს ტრანსფობიური განწყობებისგან, მიმღები გახდეს რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების მიმართ. ხეების დარგვა კავშირშია იმასთან, რომ ჩვენ გვახსოვს ჩვენი მეგობრები, რომლებიც უკვე  დაზარალდნენ და ცოცხლებიც კი აღარ არიან, ვინც დღესაც ზიანდება იმიტომ, რომ დასაქმების პერსპექტივა არ აქვთ – გადარჩენისთვის იბრძვიან ყოველდღიურად. ჩვენ მათ ვუცხადებთ სოლიდარობას,” – ამბობს დამოუკიდებელი ლგბტ აქტივისტი ნინო ბოლქვაძე.

ნინო ბოლქვაძე. დამოუკიდებელი ლგბტ აქტივისტი 31.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი მარიამ ბოგვერაძე.

მისი თქმით, ტრანსგენდერი ადამიანები მუდმივად არიან თავდასხმისა და დისკრიმინაციის ობიექტები:

“ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ზიზღი, სტიგმა არის ძალიან დიდი საქართველოში. ამიტომ ხილვადობაც, შესაბამისად, პრობლემატურია. იმიტომ, რომ ისინი საჯარო ადგილებში ფეხით ვერ გადაადგილდებიან, თუ იდენტიფიცირებადები არიან. ეს განსაკუთრებით ტრანსგენდერ ქალებს ეხება. ქუჩაში სიარული სიცოცხლისთვის საშიშია მათთვის. მუდმივად არიან თავდასხმისა და დისკრიმინაციის ობიექტები და ამ შემთხვევაში, 31 რიცხვისთვის დაგეგმილიც იყო [კონკურსის ჩატარება და მის ტრანსგენდერის გამოვლენა. ღონისძიება ორგანიზატორებმა გააუქმეს]. მე არ მივესალმები საერთოდ რაიმე სახის სილამაზის კონკურსს, უბრალოდ, მაშინ, როდესაც ცდილობენ ხილვადები გახდნენ და რაიმე აქტივიზმში ჩაერთონ, ამასაც ძალიან მძაფრი რეაქცია მოჰყვება ხოლმე და ჩვენ ვცდილობთ დღეს, ასე ვთქვათ, გავამახვილოთ სწორედ ამ საკითხებზე საზოგადოების ყურადღება,” – ამბობს ნინო.

დღეს, 31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავსირებით, დღეს თბილისში ტრანსგენდერებმა და მათმა მეგობრებმა, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დარგეს. 31.03.2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ღონისძიების აღნიშვნის ეს ფორმატი იმის გამო შეირჩა, რომ ხე სიცოცხლის სიმბოლოა. ტრანსგენდერ ადამიანებს კი გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურად უწევთ:

ხე არის სიცოცხლის სიმბოლო. ეს უკავშირდება იმ სამ ტრანსგენდერ ქალს რომლებიცც ჩვენი იდენტობის გამო დაიღუპნენ, გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლი და სიცოცხლე გაწირეს. მათ ამით ახალი სიცოცხლე აჩუქეს ჩვენს მომავალს” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ამანდა.

დღეს, 31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავსირებით, დღეს თბილისში ტრანსგენდერებმა და მათმა მეგობრებმა, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დარგეს. 31.03.2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე დღეს, 31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავსირებით, დღეს თბილისში ტრანსგენდერებმა და მათმა მეგობრებმა, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დარგეს. 31.03.2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე დღეს, 31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავსირებით, დღეს თბილისში ტრანსგენდერებმა და მათმა მეგობრებმა, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დარგეს. 31.03.2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მონაცემებით, 2016 წლის განმავლობაში საქართველოში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმის ოცამდე შემთხვევაა დოკუმენტირებული.

ორგანიზაციის, “ტრანსგენდერი ევროპის” (TGEU), რომელიც WISG-ის პარტნიორია, სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლის იანვრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით 65 ქვეყანაში 2115 ტრანსგენდერი მოკლეს.

2016 წლის იანვარ-მაისში კი ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანის მკვლელობის 100 შემთხვევა დაფიქსირდა. TGEU-ის ცნობით, ეს მონაცემები რეალობას სრულად არ ასახავს, რადგან ქვეყანათა უმრავლესობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმისა და მკველობებათა შემთხვევების დაფიქსირება, აღწერა და მონიტორინგი არ მიმდინარეობს.

ტრანსგენდერ ადამიანებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა 2017 წელსაც მოხდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ თბილისში მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა, ტრანსგენდერ ქალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი