ახალი ამბები

სააკაშვილი: გვარამია დააკავეს სრულიად ყალბი ბრალდებით

19 დეკემბერი, 2012 • 1124
სააკაშვილი: გვარამია დააკავეს სრულიად ყალბი ბრალდებით

“წარმოუდგენელი რაღააცაა, რუსთავი 2–ის, ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ტელევიზიის დირექტორი ნიკა გვარამია დააკავეს, პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალიან საეჭვო ბრალდებებით. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ ტელევიზიის მფლობელებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, ეს ტელევიზიითაც გაცხადდა, ეს არ არის ჩემი მოგონილი. მფლობელებს ვერაფერი ვერ უპოვეს და ვერც უპოვიდნენ და ახლა დირექტორი დააკავეს ასევე სრულიად ყალბი ბრალდებით. ძალიან ჩქარა დამთავრება და ძალიან ცუდად იმათთვის, ვინც ამას აკეთებს ყველაფერი. მე მინდა ისინი გავაფრთხილო, საქართველოში ვერავინ ვერ დაამყარებს იმ რეჟიმს, რომელსაც ისინი ესწრაფიან და ძალიან ახლო არიან სახიფათო ზღვართან. ამას ვამბობ როგორც პრეზიდენტი და როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს მათ შორის ისტორიული მახსოვრობა თქვენთან ერთად და მახსოვს, რა ხდებოდა აქ ბოლო ათწლეულებში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის ითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც “ამ უკანოონობას სჩადის”:

“მინდა გამოვთქვა არა მხოლოდ იმედი, არამედ ზუსტი რწმენა, რომ ყველაფერი დამთავრდება ძალიან კარგად და ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე მათ ჰგონიათ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ნგრევა, ინსტიტუტების ნგრევა, არმიის ნგრევა, გენშტაბის უფროსს რომ დააკავებ თავდაცვის მინისტრის ტუალეტთან, აბა ამას ხომ არაფერი არ ჰქვია. პოლიციის ნგრევა, როცა პოლიციას ეუბნებიან, რომ თურმე კრიმინალს თავი უნდა დაუხარონ, თავისუფალი პრესის ნგრევა, შენობების ნგრევა, ეს არის ის გზა, რასაც ქართველმა ხალხმა მისცა ხმა არჩევნებში, ძალიან ცდება. ხალხმა მხარი დაუჭირა სოციალური ვითარების გაუმჯობესებას”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი