აფიშაახალი ამბები

21 ივლისს GEM fest-ზე მარტინ გარიქსი დაუკრავს

27 მარტი, 2017 • 2604
21 ივლისს GEM fest-ზე მარტინ გარიქსი დაუკრავს

ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე GEM Fest 2017, რომელიც ანაკლიაში გაიმართება, 21 ივლისს ცნობილი დიჯეი მარტინ გარიქსი დაუკრავს. ინფორმაციას ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.

“მივიღეთ გადაწყვეტილება. მსოფლიოს ნომერ პირველი დიჯეის დღეზე ბილეთების გაყიდვა დავიწყოთ ყელაზე იაფად – 25 ლარად, რათა ყველა მსურველს მიეცეს საშუალება, დაესწროს ამ შოუს. შესაბამისად, მხოლოდ ერთი დღე, ორშაბათს, 3 აპრილს, GEM FEST-ის 21 ივლისის ბილეთი ეღირება 25 ლარი,” – აცხადებს ფესტივალის დამფუძნებელი, გიორგი სიგუა.

20 წლის მარტინ გარიქსი ჰოლანდიელი მუსიკოსია. 2016 წელს პოპულარული რეიტინგის “DJ Mag-ის ტოპ 100 დიჯეის” პირველი ნომერი გახდა.

ფესტივალი 2017 წელს 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე გაიმართება. ერთი თვის განმავლობაში ფესტივალზე დაუკრავენ Axwell/Ingrosso, Boris Brejcha, Carlo Lio, Dubfire, GusGus/LIVE, Kollektiv Turmstrasse, Paul Kalkrenner, Sander van Doorn, Steve Aoki, Sunnery James & Ryan Marciano, Solumun და ბევრი სხვა მუსიკოსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი