როგორც “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, განსაკუთრებით მოთხოვნად მარშრუტებზე ბათუმისა და ზუგდიდის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დაინიშნა და სადღესასწაულო დღეებში ამ მიმართულებით მიმავალ მგზავრებს 3–3 მატარებელი მოემსახურებათ:
“საქართველოს რკინიგზამ აღნიშნული მიმართულებით მატარებლების ადგილების რაოდენობა დამატებით 44%-ით გაზარდა (დამატებით 1900 ადგილი), რაც მთლიანად დააკმაყოფილებს აჭარის, გურიის და სამეგრელოს მიმართულებით მგზავრობის მსურველთა მოთხოვნებს და მისცემთ მათ საშუალებას, სადღესასწაულო დღეებში შეფერხების გარეშე იმგზავრონ. ბილეთების გაყიდვა დღეიდან არის შესაძლებელი, ხოლო რეისები განხორციელდება 25 დეკემბრიდან”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მატარებელი თბილისი-მახინჯაური ამ პერიოდში დღის განმავლობაში 3 რეისს შეასრულებს.
თბილისიდან მახინჯაურისაკენ მატარებლები გაემგზავრებიან: 08:00 წთ, 10:10 წთ და 22:35წთ.
მახინჯაური-თბილისი ასევე 3 რეისს შეასრულებს:
09:15წთ, 18:00სთ და 22:40წთ.
თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით კი, მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:
თბილისი-ზუგდიდი: 08:50წთ; 13:00წთ; 23:05 წთ.
ზუგდიდი – თბილისი: 09:55წთ; 18:15წთ; 22:00წთ.
“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, უცვლელი რჩება ბილეთის ფასი, რომელიც 5–დან 40 ლარამდე მერყეობს. 50%–იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ სტუდენტები და სოციალურად დაუცველები, სტუდენტებისთვის ბილეთის ფასი განახევრდება ყველა ტიპის ადგილზე, ხოლო სოციალურად დაუცველთათვის ფასდაკლებული ბილეთები გაიყიდება მხოლოდ საერთო ვაგონებში (ე.წ. პლაცკარტი)
ბილეთის შეძენა შასაძლებელია როგორც რკინიგზის სალაროებში, ასევე საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდის www.railway.ge და სწრაფი გადახდის აპარატების (Paybox) მეშვეობით.
მგზავრობასთან დაკავშირებული ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად 24- საათიან საინფორმაციო სამსახურთან დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე 1331.