ახალი ამბები

ილია მეორე ობამას უსამძიმრებს

16 დეკემბერი, 2012 • • 1090
ილია მეორე ობამას უსამძიმრებს

“საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გიცხადებთ გულითად თანაგრძნობას ნიუთაუნის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვალებულთა ახლობლებს და მთელ ამერიკელ ხალხს”. – ნათქვამია წერილში. 

 

შეგახსენებთ, რომ 12 გოგონა, რვა ბიჭი და 6 ქალია დაღუპული სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში 14 დეკემბრის სროლის შედეგადად. კონექტიკუტის შტატის პოლიციის ინფორმაციით,  18 ბავშვი ადგილზე, სკოლაში გარდაიცვალა, ორი კი- საავამდყოფოში, მიყენებული ჭრილობების შედეგად.

 

სენდი ჰუკის სკოლა ე.წ. დაწყებითი სკოლაა, სადაც 5-დან 7-მდე ბავშვები სწავლობენ. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული ოცი ბავშვის ასაკი 6-7 წელია. ყველა მათგანის ვინაობა პოლიციისთვის უკვე ცნობილია.

 

პოლიცია ვარაუდობს, რომ სკოლის მოსწავლეების დაცხრილვაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.  გვამი პოლიციამ სკოლასთან ახლოს იპოვნა. სკოლაში მისვლამდე მან საკუთარი დედაც მოკლა. ეჭვმიტანილი 20 წლის ადამ ლანცი, სავარაუდოდ, თავად სწავლობდა ამ სკოლაში – წერს ბიბისი.

 

სკოლაში გაკვეთილები ადგილობრივი დროით 9:30 წუთზე იწყება, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს შევიდა სკოლის შენობაში ადამ ლანცი.  პოლიციამ შეტყობინება სროლის შესახებ 9:36 წუთზე მიიღო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი