ეს კომენტარი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მეცხრე არხის გადაცემა “პირდაპირ საუბარში” გააკეთა.
პაატა ზაქარეიშვილი აფხაზური, ოსური და რუსული მხარის მიერ ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკების დემარშის ფაქტს აასტურებს. მისი თქმით, ოსებმა და აფხაზებმა შეხვედრა იმიტომ დატოვეს, რომ მოლაპარაკებისათვის მზად არ იყვნენ: “ოსი და აფხაზი მონაწილეები არ აღმოჩდნენ მზად საქართველოს ახალ მთვრობასთან დისკუსიისათვის. ისინი კომფორტულად გრძნობდნენ თავს, მიხეილ სააკაშვილი მათ არ ელპარაკებოდა. ეს იყო პოლიტიკა.”
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ქართული მხარე შეხვედრაზე მომზადებული მივიდა: ” ძალიან სერიოზულ თემებზე, ადრე თვითონ აყენებდნენ საკითხებს, ახალგორისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება, სარწყავი სისტემის მოწესრიგება, მაგრამ ქართული მხარე იყო ყრუ. ჩვენ ვთქვით, განვიხილოთ ეს საკითხები. ისინი არ იყვნენ მზად. ერდადერთი, რაც გააკეთეს, დემარში მოაწყვეს და გავიდნენ ამ თემების განხილვის დროს. თუმცა ადრე ამ საკითხებზე თვითონ ლაპარაკობდნენ”.
ჟენევაში ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები 13 დეკემბერს გაიმართა.