სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ცნობით, სომხეთის ორი მოქალაქე საქართველოდან სარაკეტო კომპლექსის შეტანის ბრალდებით დააკავეს.
სომხეთის უშიშროების უწყების ცნობით, აღნიშნულ პირებზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო ორი მუხლით [იარაღისა და საბრძოლო ნივთიერებების უკანონო ბრუნვა].
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია უწყებას არ გაუვრცელებია.