ახალი ამბები

კბილაშვილი: თანამდებობას ვერ დავიკავებდით, რომ არა რობაქიძის, გირგვლიანის და სხვა მკვლელობები

12 დეკემბერი, 2012 •
კბილაშვილი: თანამდებობას ვერ დავიკავებდით, რომ არა რობაქიძის, გირგვლიანის და სხვა მკვლელობები

კბილაშვილი ამ განცხადებით ბუტა რობაქიძის დედის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც უკმაყოფილება გამოხატა სასამართლოს მიერ ზურაბ მიქაძის გათავისუფლების თაობაზე:
 

“გამოძიება გრძელდება და გვაქვს კიდევ უფრო მეტი პროგრესი, აქ არა მარტო ზურა მიქაძის, არამედ სხვა თანამდებობის პირების ვინაობები არის გამოვლენილი, უბრალოდ, ხდება დაზუსტება რაღაც ეტაპების და ამიტომაც ჯერ-ჯერობით სხვა პირების მხილება ჩვენი მხრიდან არ მომხდარა, მაგრამ მალე მოხდება.

 

იგეგმება მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სასამართლო რეფორმას უკავშირდება და მიდგომა უნდა იყოს სასამართლო ხელისფლებასთან არა იმგვარი, რომ ვთქვათ, ცალკეულმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა, მაგალითად, პროკურატურამ ან შსს-მ ან სხვამ პირადი ანგარიშსწორების ფარგლებში ვარკვიოთ ამა თუ იმ მოსამართლესთან ურთიერთობა, არამედ სისტემური, როდესაც კანონის ფარგლებში და კანონის საფუძველზე ხდება რეფორმირება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი