ახალი ამბები

გიგი წერეთელი: სენატორების განცხადება არის ძალიან მწვავე

12 დეკემბერი, 2012 • • 945
გიგი წერეთელი: სენატორების განცხადება არის ძალიან მწვავე

“სენატორების განცხადება არის საკმაოდ მწვავე. ისინი არიან საკმაოდ გავლენიანი ადამიანები და საქართველოს გულშემატკივრები. ალბათ, ეს სიმწვავე აქედანაც გამომდინარეობს.”

 

გიგი წერეთლის თქმით, სენატორების წერილმა ხელისუფლება არ უნდა გააღიზიანოს:

 

“ეს ყველაფერი არ უნდა ემსახურებოდეს ხელისუფლების გაღიზიანებას, ეს უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ მიღებულ იქნას ქვეყნისთვის სასურველი გადაწყვეტილებები. ის, რომ სამართლიანობის აღდგენა არის მიმდინარე პროცესები, ეს ასე არ ჩანს გარედან.  ქვეყნის იმიჯის შელახვა არ უნდა ხდებოდეს, ეს მიზანი ჩვენთვის უნდა იყოს საერთო. წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, იმედია არ გაკეთდება კომენტარები, რომ ვიღაცის მოსყიდვით გაკეთებული განცხადება იყო.  “

 

ამერიკელი სენატორები ჯოზეფ ლიბერმანი, ჯეიმს რიში, ლინდსი გრამი, ჯონ მაკკეინი და ჟან შაჰინი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ერთობლივი წერილით მიმართავენ. სენატორები წერილში შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ოპონენტების დაკავებების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი