ახალი ამბები

სასამართლოში დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობენ

11 დეკემბერი, 2012 • • 1244
სასამართლოში დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობენ

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს თავად კონსტანტინე კუბლაშვილმა განუცხადა დღეს, 11 დეკემბერს, “თბილისი

კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

მარიოტში”, სადაც მიმდინარეობს დისკუსია თემაზე: “საქართველოს სასამართლო სისტემა – არსებული გამოწვევები, სამომავლო გეგმები”.

 

შეხვედრას მოსამართლეების გარდა ესწრებიან იუსტიციის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

“იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც უკვე წარადგინა პარლამენტში. ეს პაკეტი ეხება მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციურ რეფორმას. ამაზე უკვე ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს დისკუსიები საზოგადოებაში. ცხადია, მოსამართლეებისთვისაც ცნობილია ამ კანონპროექტის შინაარსი და მე მოვედი აქ იმისათვის, რომ გავუზიარო იუსტიციის სამინისტროს ხედვები ჩვენს მიერ მომზადებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით და მოვისმინო მოსამართლეთა შეხედულებები ამ კანონპროექტებსა და სასამართლო სისტემის დღევანდელ მდგომარეობაზე. კანონპროექტები ითვალისწინებს სასამართლო სისტემის ინსტიტუციურ რეფორმას, მათ შორის იუსტიციის საბჭოს, მოსამართლეთა კონფერენცის და ა.შ. უკვე თვეზე მეტია სხვადასხვა ფორმატში მიმდინარეობს შეხვედრები და დისკუსიები”, – განუცხადა დისკუსიის დაწყებამდე ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით კი, დღევანდელი დისკუსიაზე სასამართლოს მიზანია, რომ დისკუსიაში მონაწილეებს გააცნოს სასამართლოს ხედვები და შენიშვნები დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე. 

 

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში რამდენიმე დებულება პირდაპირ ეწინააღმდეგება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპებს. სასამართლო ხელსიუფლებაში, როგორც დამოუკიდებელ შტოში, საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელია ისეთი ჩარევა, რომელიც სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.

 

ყველაზე მნიშვნელოვანია კანონპროექტის ორი პუნქტი, რომლის კონსტიტუციურობაც შესაძლოა დადგეს ეჭვქვეშ. ერთი – ეს გახლავთ ის აკრძალვა, რომელიც ეხება სასამართლოების თავმჯდომარეებს, მოადგილეებს, კოლეგიის და პალატის თავმჯდომარეებს. ამ პუნქტში ნათქვამია, რომ მოსამართლეებს არაა ქვთ უფლება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აირჩიონ  აი, ამ თანამდებობის პირები. მეორე – ამ კანონის მიღებისთანავე უფლებამოსილება უწყდებათ მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. ორივე ეს ცვლილება არის პირდაპირი დარტყმა სასამართლოზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საკანონმდებლო წესით”, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა. 

 

მისივე მოსაზრებით, იუსტიციის უაღლესი საბჭოს წევრები ვერ იქნებიან დამოუკდებლები, თუკი ეცოდინებათ, რომ ჩვეულებრივი საკანონმდებლო ცვლილებით პარლამენტს შეეძლება, რომ მათ უფლებამოსილება ნებისმიერ დროს შეუწყვიტონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი