ახალი ამბები

ნორლანდი რუსეთისა და საქართველოს ოფიციალური პირების მოსალოდნელ შეხვედრაზე

10 დეკემბერი, 2012 • 964
ნორლანდი რუსეთისა და საქართველოს ოფიციალური პირების მოსალოდნელ შეხვედრაზე

“ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ბატონი ლავროვი და ბატონი აბაშიძე შეხვდებიან და მიგვაჩნია, რომ ეს საქართველოსთვის და რუსეთისთვის კარგი იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ამ ურთიერთობის განვითარება მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის მხარე საქართველოს პრემიერ–მინისტრის წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შეხვდება. 

 

ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე დისკუსიის დასაწყებად. მისივე თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტი განაახლოს. 

 

ზურაბ აბაშიძის თქმით, ამ კვირაში ის, სავარაუდოდ, შვეიცარიაში შეხვდება ლავროვის მოადგილეს – გრიგორი კარასინს.

 

მისივე განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ხელშესახები, რეალური შედეგები სწრაფად არ იქნება მიღწეული:

 

“თუმცა პირველ ეტაპზე წარმოგვიდგენია, რომ რუსეთის მხრიდან პირველის ნაბიჯი იყოს სავიზო რეჟიმის გადახედვა, მაგრამ ადრე თუ გვიან ნოგვიწევს რთულ საკითხზებზე საუბარი.”

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა და საქართველო და რუსეთი შვეიცარიის შუამდგომლობით ურთიერთობენ ამ დროის მანძილზე.

 

საქართველოს ახალი მთავრობის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა მანამდე არ აღდგება, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი არ იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი