ახალი ამბები

თიბისი ბანკმა ავტომობილი KIA Sportage გაათამაშა

10 დეკემბერი, 2012 • 1020
თიბისი ბანკმა ავტომობილი KIA Sportage გაათამაშა

  სუპერ პრიზი – ავტომობილი KIA Sportage თიბისი ბანკისგან ზურაბ პეტრიაშვილმა მოიგო. გათამაშება თიბისი ბანკის ფეისბუკის გვერდზე, პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა .გამარჯვებული თიბისი ბანკმა ლოტოტრონის საშუალებით გამოავლინა. სულ ლოტოტრონში 98 ათასი ბილეთი იყო მოთავსებული, მათგან ერთ-ერთის მფლობელი, ზურაბ პეტრიაშვილი ის იღბლიანი აღმოჩნდა, რომელმაც სუპერ-პრიზით – KIA Sportage-ით დასაჩუქრდა.  

 

გათამაშებაში მონაწილეობდნენ თიბისი ბანკის ის კლიენტები, რომლებიც 1 აგვისტოდან 8 დეკემბრამდე სარგებლობდნენ თიბისი ბანკის განახლებული ინტერნეტ და მობაილ ბანკით და აგროვებდნენ გათამაშების ბილეთებს. სულ ინტერნეტ და მობაილ ბანკის მომხმარებლებისათვის თიბისი ბანკმა 4 გათამაშება ჩაატარა. პირველი სამი გათამაშებისას 9 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც Apple-ის არაჩვეულებრივი პრიზებით დასაჩუქრდნენ, ხოლო 8 დეკემბერს შედგა ბოლო, კულმინაციური გათამაშება, რომლის დროსაც ერთი გამარჯვებული KIA Sportage-ით დასაჩუქრდა.

 

ისარგებლეთ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით, გაიმარტივეთ ცხოვრება და დაელოდეთ სიურპრიზებს თიბისი ბანკისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი