შსს-ს ცნობით, უკანონო ხე-ტყე მათ აღოაჩინეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში – არალში, ჭეჭლაში, შოლავერში მდებარე ხის სახერხი საამქროებიდან.
საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 303-ე (ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა) მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას საქართველოს შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველო აწარმოებს.