ახალი ამბები

ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

17 მარტი, 2017 • 3599
ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

გალის მკვიდრის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე რაშიდ კანჯი-ოღლიზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა. უწყების ვებ-გვერდზე ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდა.

გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს, რაშიდ კანჯი-ოღლის ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 10 მარტს სასჯელი დაუმძიმა და მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


გიგა ოთხოზორია სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლეს. ქართველ სამართალდამცავებს აფხაზურმა მხარემ არ გადმოსცა ბრადებული რაშიდ კანჯი-ოღლი, შესაბამისად, მას როგორც რაიონულმა, ისე სააპელაციო სასამართლომ სასჯელი დაუსწრებლად შეუფარდა.

2016 წლის 26 დეკემბერს, ზუგდიდის  რაიონულმა სასამართლომ რაშიდ კანჯი ოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა  სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელის ზომას  და  უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კანჯი-ოღლის ბრალი დაუმძიმა.

“2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 14:15 საათზე,  გიგაო თხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი “ოპელ-ასტრას” მოდელის ავტომანქანით ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარესამეგრელო-ზემო სვანეთისა და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები ლ.ა დარ.ქ მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ ახლობლის დაკრძალვისთვისშეძენილი პროდუქტის გადატანა. მათი დახმარების მიზნით გიგა ოთხოზორია მდინარე ხაიაზე არსებული ხიდით ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაემართა, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რათა მის ნაცნობებს პროდუქტისგადატანაში დახმარებოდნენ. საუბარში ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის არაკანონიერი ხელისუფლებისშეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯი-ოღლი. საუბარი შელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია საქართველოსკონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას ტერიტორიისკენ გაემართა. მას მუქარით, უკან დაედევნენ აფხაზეთისარაკანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული რაშიდ კანჯი-ოღლი. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, უკვე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას ტერიტორიაზე რაშიდ კანჯი-ოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში ესროლა. მიღებულიდაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, ხოლო კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლოგასროლით მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია დაოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოშიმიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესომოქმედება, შემთხვევის ადგილიდან მოხდა ნივთიერი მტკიცებულებების ამოღება, დაიკითხა 36 მოწმე, დაინიშნა სხვადასხვა სახისექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური-ტრასოლოგიური, ბიოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზა, კომპლექსური-ბალისტიკური,ბიოლოგიური ექსპერტიზა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე გამოძიების ფარგლებში ამოღებული და გაშიფრული იქნავიდეოფირები, რომელზეც ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარდა.

პროკურატურამ რაშიდ კანჯი-ოღლის ბრალდება 21 მაისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რაშიდ კანჯი-ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახითშეეფარდა პატიმრობა და გამოტანილი იქნა დადგენილება ძებნის თაობაზე,”- აცხადებს პროკურატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი