საქართველოს ნაკრების ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეტის მწვრთნელს კერტის რეიფილდს ნიძლავი მოუგო და ამ უკანასკნელს წვერის გაპარვსა მოუწევს.
როგორც ირკვევა ფაჩულია მის ერთ-ერთ მწვრთნელთან ჰქონდა ნიძლავი იმის თაობაზე, რომ თუ ფორვარდი ერთ რომელიმე თამაშში ორმაგ დუბლს შეასრულებდა (მაგალითად 10 + ქულა და 10 + მოხსნა) და ამასთან, მოწინააღმდეგის კალათში ბურთს მინიმუმ ერთხელ ჩატენიდა, მწვრთნელი წვერს გაიპარსავდა.
შესაბამისი შედეგი ზაზამ წუხელ ორლანდოსთან გამართულ მატჩში დააფიქსირა, რომელიც გოლდენ სტეიტმა 122-92 მოიგო. პირადად ზაზას ანგარიშზე 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა იყო ჩატენვასთან ერთად.
ფაჩულიასა და მწვრთნელის ნიძლავს NBA-იმ სპეციალური ვიდეოც მიუძღვნა:

![ფაჩულიამ მწვრთნელს წვერის გაპარსვაზე დადებული ნიძლავი მოუგო [ვიდეო] ფაჩულიამ მწვრთნელს წვერის გაპარსვაზე დადებული ნიძლავი მოუგო [ვიდეო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2017/03/Screen-Shot-2017-03-17-at-2.09.13-PM-e1490169061810.png)






