ახალი ამბები

ჯეჯელავა: ოპოზიციამ სცადა ბათუმის აქციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება

17 მარტი, 2017 • 1568
ჯეჯელავა: ოპოზიციამ სცადა ბათუმის აქციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ გამოძიება წარმოადგენს ინფორმაციას, თუ რა გახდა ბათუმში 11 მარტს საპროტესტო აქციის დაწყების მიზეზი, რაც გადაიზარდა მასობრივ არეულობაში.

“მთავარი ჩემთვის არის, პოლიტიკურად რა გახდა ვანდალიზმში გადაზრდის მიზეზი. აქციები ყოველდღიურად იმართება და არის მშვიდობიანი და კონსტრუქციული. ზუსტად პრობლემა იწყება იქ, სადაც პროვოცირება ხდება ვანდალიზმის და ძალადობის. მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა დავადფინოთ არის, ვინ და რამ გამოიწვია ვანდალიზმში გადაზრდა.

მთელმა საქართველომ, მთელმა ბათუმმა და ჩვენც ვიცით, რომ ამ აქციით ისარგებლეს, მას შემდეგ, რაც ის დაიწყო, ოპოზიციური სპექტრის ზოგიერთმა წარმომადგენელმა. მათ სცადეს, ასე ვთქვათ, გამოეყენებინათ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ძალიან დასანანი.”

ჯეჯელავას თქმით, აქციის ორგანიზატორები თუ არა, მისი წამქეზებლები მაინც იყვნენ ოპოზიციური პარტიები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი