ახალი ამბები

ვინ გათავისუფლდება და ვის არ შეეხება ამნისტია

7 დეკემბერი, 2012 •
ვინ გათავისუფლდება და ვის არ შეეხება ამნისტია

კანონპროექტის შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც არასრულწლოვნების ასაკში ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა. 


სასჯელი გაუნახევრდებათ იმ პირებს, რომლებაც პირველად ჩაიდინეს მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული არასრულწლოვნების ასაკში.

 

ერთი მესამედით შეუმცირდება სასჯელი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ ქალს, გარდა იმ დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.


სასჯელისაგან თავისუფლდებიან ის სრულწლოვანი პირები, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.

 

გამონაკლისია შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რომლებსაც არ შეეხება ამნისტია:

 

ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა (110-ე მუხლი; 111-ე მუხლი;   112-ე მუხლი; 113-ე მუხლი; 114-ე მუხლი; 115-ე მუხლი; 116-ე მუხლი; 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 130-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 133-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 170-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 188-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 220მუხლის მე-2 ნაწილი; 2291 მუხლის მე-3 ნაწილი; 238-ე მუხლი; 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 281-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 283-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 289-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 292-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 293-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 295-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 297-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 3421 მუხლის მე-2 ნაწილი; 397-ე მუხლის მე-2 ნაწილი); ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (139-ე მუხლი; 140-ე მუხლი; 141-ე მუხლი); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (142-ე მუხლი; 142მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი; 1422 მუხლი; 143-ე მუხლის პირველი ნაწილი; 1433 მუხლის პირველი ნაწილი; 1442 მუხლი; 1443მუხლის პირველი ნაწილი; 146-ე მუხლის პირველი ნაწილი; 147-ე მუხლის პირველი ნაწილი; 153-ე მუხლი; 154-ე მუხლი; 155-ე მუხლი; 156-ე მუხლი; 159-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 160-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის პირველი ნაწილი; 162-ე მუხლი; 163-ე მუხლი; 164-ე მუხლი; 1641 მუხლი; 1642 მუხლი; 1643 მუხლი; 166-ე მუხლი); არასრულწლოვანის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (171-ე მუხლის მე-3 ნაწილი); ბავშვის შეცვლა (174-ე მუხლი); წინასწარი შეცნობით დანაშულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება (186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) პროსტიტუციაში ჩაბმა (253-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშული სახელმწიფოს წინააღმდეგ (320-ე მუხლის პირველი ნაწილი; 321-ე მუხლის პირველი ნაწილი); სამოხელეო დანაშაული (332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 334-ე მუხლი; 335-ე მუხლის პირველი ნაწილი; 337-ე მუხლი; 339-ე მუხლის პირველი ნაწილი; 340-ე მუხლი; 341-ე მუხლი, 342-ე მუხლი); სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან გამოძიებისათვის ხელის შეშლა (364-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები); დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ (3691 მუხლის მე-2 ნაწილი; 370-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშაულის დაფარვა (375-ე მუხლი); დანაშაულის შეუტყობინებლობა (376-ე მუხლი); განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (378-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 381-ე მუხლის მე-2 ნაწილი); მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისაკენ (405-ე მუხლი).

 

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებისთვის ბრალდებულები ან მსჯავრებულები:

 

– 260-ე მუხლის პირველი ან/და მეორე ნაწილი;

 

– 261-ე მუხლის მე-3 ან/და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და მას პირველად აქვს ჩადენილი განზრახი დანაშაული, გარდა სსკ 273-ე მუხლით გათვალისიწინებული დანაშაულისა;

 

– 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი;

 

– 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელმაც პირველად ჩაიდინა განზრახი დანაშაული;

 

– 3391-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი;

 

– 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი;

 

სასჯელი გაუნახევრდებათ სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენ პირებს:


182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები; 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; მე-200 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 ნაწილები; 202-ე მუხლის მე-4, 203-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 2051 მუხლის მე-2 ნაწილი; 208-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 210-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 214-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 ნაწილები; 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილები; 237-ე მუხლის პირველი ნაწილი; 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 2401მე-2, 3 ნაწილები; 267-ე მუხლის პირველი ნაწილი; 370-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 384-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 389-ე პირველი და მე-2 ნაწილები.

 

ერთი მეოთხედით შეუმცირდება სასჯელი ყველა სხვა ბრალდებულს ან მსჯავრდებულს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც ჩადენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 109-ე მუხლით, 137-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 138-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა, 323-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან/და ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი