ახალი ამბები

თბილისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ეწვევა

3 დეკემბერი, 2012 • 1075
თბილისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ეწვევა

რეგიონში ვიზიტისას ფენგი სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოინახულებს. სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე  შეხვდება სტუდენტებს, ეწვევა ამერიკულ კუთხეებს, შეხვდება აშშ–ის მთავრობის საგანმანათლებლო პროგრამებისა და აშშ–ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამის მონაწილეებს.

 

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ფენგს ჟურნალისტიკაში მოღვაწეობის 11–წლიანი გამოცდილება აქვს. სახელმწიფო სამსახურში შესვლამდე „ჩიკაგო ტრიბუნში“ დიპლომატიურ საქმეთა კორესპონდენტად მუშაობდა. უფრო ადრე ბეი ფენგი ჟურნალისათვის U.S. News and World Report ავღანეთისა (2001–02) და ერაყის (2003–04) ომებს აშუქებდა. სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ჟურნალისტური კარიერა U.S. News and World Report–ის პეკინის ბიუროს ხელმძღვანელის რანგში დაიწყო. 1999 წელს მან რობერტ კენედის სახელობის ჯილდო მიიღო სტატიისათვის „ჩინეთის მოტაცებული ცოლები“.

 

ქალბატონმა ფენგმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლის რანგში სამხრეთ ავღანეთში ერთი წელი (2009–2010) გაატარა. მას კომუნიკაციების უფროსი მრჩევლის თანამდებობა ეკავა. გასულ წელს ბეი ფენგი მიწვეული პროფესორის რანგში ოქსფორდის უნივერსიტეტში მუშაობდა და ავღანეთისა და ერაყის კონფლიქტების გაშუქების შესახებ კითხულობდა ლექციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი