ახალი ამბები | , ,

ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების გადადგომას მოითხოვს

11 მარტი, 2017 | | 3237
ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების გადადგომას მოითხოვს

 

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ მან ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქცია-კონცერტზე განაცხადა.

“დღეს ჩვენ აქ  მოვითხოვთ სამარცხვინო მოსამართლეების გადადგომას და იგივეს მოთხოვნას მოვუწოდებთ ყველას, ვისაც გავლენა აქვს საზოგადოებაზე. მოვითხოვთ აქ ჩამოთვლილი სამარცხვინო გამყიდველების გადადგომას. ესენი არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – ნინო გვენეტაძე; მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მზია თოდუა, ზურაბ ძლიერიშვილი, ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე, გიორგი შავლიაშვილი, ნატალია ნაზღაიძე, ნათია გუჯაბიძე და შორენა ყაველაშვილი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ხალხი წავიდეს სასამართლოდან. ისინი არ ასრულებენ კონსტიტუციურ ფუნქცია, ” – განაცხადა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ ისინი  გაყიდული მონები არიან და მათი ადგილი სასამართლოში არ არის.

ნიკა გვარამიას ასევე სტუდენტებს მოუწოდა, რომ  ბოიკოტი გამოუცხადონ ამ მოსამართლეების ლექციებს და არ დაესწრონ:

“არ შეიძლება ეს ადამიანები სტუდენტებთან შედიოდნენ და მათ ტყუილებით წამლავდნენ. არ შეიძლება შემდეგ თაობებს ის ადამიანები უკითხავდნენ ლექციებს, რომლებიც სრულიად სამარცხვინოდ, მონურ მდგომარეობაში არიან. მოვუწოდებ სტუდენტებს, არ შეხვიდეთ მათ ლექციებს, პროტესტი და ბოიკოტი გამოუცხადეთ მათ, უარი უთხარით ამ უწესო ადამიანებს და მონებს.”

გვარამიას თქმით, მათ დიდ გამარჯვებას მიაღწიეს  ერთ ბრძოლაში, მაგრამ ომი არ დამთავრებულა:

” ძალიან მნიშნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ამ ბოროტმა კაცმა ვერცერთი ფეხი შემოყოს ჩვენს კომპანიაში.ბევრი კარი დაგვრჩა ამოსაქოლი და ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. მეგობრები, ომი თქვენთან ერთად უნდა მოვიგოთ.”

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლეთა პალატა ერთხმად დაეთანხმა მორიგე მოსამართლის მიერ 3 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის საქმეზე. მოსამართლეთა პალატის გადაწყვეტილებით, აღსრულება უვადოდ, ანუ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.  3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. არასამთავრობო  ორგანიზაციები,  მედიის წარმომადგენლების ნაწილი და  ოპოზიციური პარტიები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თხოვდნენ, რომ   რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება   მანამ შეეჩერებინა, ვიდრე ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი