დავით ნარმანია: ხანძრის შედეგად დაზარალებულები წუხელ სასტუმროებში დავაბინავეთ

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით,  10 დეკემბერს ხანძრის შედეგად დაარალებული მოსახლეობა სხვადასხვა სასტუმროებში დააბინავეს.

” დღეს დილიდან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და თბილისის მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შენობა. ამ ეტაპზე  მიყენებული ზიანს ვითვლით. გუშინ ღამე მოსახლეობა სხვადასხვა სასტუმროებში დავაბინავეთ.  დღეიდან, იქ, სადაც უსაფრთხოა ცხოვრება, რასაკვირველია,  მოსახლეობა შევა თავის სახლებში, თუმცა არის დაზიანებული ბინებიც, სადაც აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმუშავებთ ოპერატიულად.  მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას’,” – ამბობს დავით ნარმანია.

მისივე თქმით, ამ სახლში 70-მდე ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა დაზარალებულების რაოდენობა ნაკლებია.:

”70-მდე ოჯახი ცხოვრობს ამ სახლში, თუმცა დაზარალებული ნაკლებია. საკმაოდ დიდი სახლია, ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს, სამსართულიანია. არის ბინების ნაწილი, რომელსაც ცეცხლი არ მოკიდებია, ვინაიდან, ოპერატიულად იმუშავა სახანძრო სამსახურმა. ძირითადი კერის გაჩენის და მიმდებარე ტერიტორიაა ძლიერ დაზიანებული, რომლის აღდგენაზეც ვმუშაობთ,” – ამბობს ნარმანია.

ხანძარი ჩიტაიას N20–ში ხანძარი, 10 დეკემბერს დაახლოებით, 17:00 საათზე გაჩნდა. როგორც 112–ში აცხადებენ, 8 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა ადგილზე 7–8 წუთში მივიდა, მოგვიანებით კი მათი რაოდენობა 20–მდე გაიზარდა. ადგილზე ასევე იმყოფებიან სასწრაფო–სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის არაერთი ჯგუფი.

როგორც სახანძრო–სამსაშველო სამსახურის ხელმძღვანელები აცხადებდნენ, ხანძარი თავდაპირველად გაჩნდა შენობის სახურავში, თუმცა მალევე მოიცვა ბოლო სართული. შედაეგად, დაახლოები 2000 კვადრატული მეტრი დაიწვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.