ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ჟურნალისტებთან სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აშშ ყოველთვის ყურადღებით აკვირდება, რადგან ქვეყანა კარგი ნიმუშია მთელ რეგიონში დემოკრატიის განვითარების.
მისი თქმით, მედიაპლურალიზმი და თავისუფალი მედია დემოკრატიის ერთ-ერთი ინდიკატორია. დიპლომატის თქმით, თავისუფალი მედიასივრცე აუცილებელია დემოკრატიის განვითარებისთვის და მას ღრმად სწამს, რომ საქართველო ამ მიმართულებით განვითარდება:
“ყოველთვის ძალიან ახლოს ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი აზრით, საქართველო არის ძალიან კარგი ნიმუში დემოკრატიის განვითრებისა მთელს რეგიონში. როგორც ყველა სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, უნდა არსბეობდეს აუცილებელი ინტიკატორები. ერთ-ერთი ასეთი მნიშნველოვანი ინდიკატორი არის მედიაპლურალიზმი, თავისუფალი მედია. ეს აუცილებელია დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ ნამდვილად გვწამს, რომ საქართველო ამ მიმართულებით განვითარდება” – უთხრა ჟურნალისტებს იან კელიმ C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამის შესახებ სამუშაო შეხვედრაზე.
2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლების ნაწილი და ოპოზიციური პარტიები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თხოვდნენ, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მანამ შეეჩერებინა, ვიდრე ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.