საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, აშშ ყურადღებით აკვირდება საპატრიარქოს გარშემო ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს. იან კელის თქმით, ილია მეორე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს და “სათნოებისა და ტოლერანტობის მაგალითია”. კელის თქმით, აშშ აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის როლს, როგორც ერის გამაერთიანებლის:
“მე პირადად ვლოცულობ მისი ჯანმრთელობისთვის და ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს. რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებს, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული საქმის განვითარებას,” – განაცხადა იან კელიმ C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამის შესახებ სამუშაო შეხვედრაზე.
საპატრიარქოს გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ წაიკითხეთ – აქ.