ახალი ამბები

კლინტონი იმედოვნებს, რომ პოტენციურ დამნაშავეებს კანონის უზენაესობის დაცვით დევნიან

30 ნოემბერი, 2012 • • 912
კლინტონი იმედოვნებს, რომ პოტენციურ დამნაშავეებს კანონის უზენაესობის დაცვით დევნიან

“ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიის შემდეგი განვითარებისთვის და წინ წევს საქართველოს იმ ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებაში, რომელიც ქვეყანას აქვს.  

 

ჩვენ განსაკუთრებულად ვუჭერთ მხარს ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას, რასაც ადგილი ჰქონდა არჩევნების შედეგადად ახალი მთავრობის მიერ.  ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველაფერი, რაც გაკეთდა პოტენციური დამნაშავეების გასამართლებასთან დაკავშირებით, გაკეთებულია გამჭვირვალედ, სამართლებრივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის დაცვით, როგორც ეს შეეფერება საქართველოს და ქართველი ხალხის ოცნებას, მისწრაფებებსა და ინტერესებს”.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კლინტონს მადლობა გადაუხადა მიწვევისთვის:

 

“მე არასოდეს დავივიწყებ თქვენს სატელეფონო ზარს, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. და ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ. ჩვენ ვიმსჯელებთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხებზე, ჩვენ ამაყები ვართ, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ ვისაუბრებთ საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს წინაშეა. მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ გაიგებთ ჩვენს საკითხებს და იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის  და დახმარების”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი