ახალი ამბები

პაატა სალია: “რუსთავი 2”-ის საქმეზე ევროსასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება უპრეცენდენტოა

7 მარტი, 2017 • 2373
პაატა სალია: “რუსთავი 2”-ის საქმეზე ევროსასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება უპრეცენდენტოა

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცენდენტოა.

“ეს გადაწყვეტილება არის უპრეცენდენტო, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში სასამართლოს აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილება არასოდეს მიუღია. აქამდე მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ სიცოცხლის უფლებას, დეპორტაციას, ექსტრადიციას და ა.შ. ეხებოდა. საინტერესო იქნება სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსი და დასაბუთება,” – ამბოს პაატა სალია.

მისივე თქმით, ქ იქედან გამომდინარე, რომ ევროსასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა, უკვე არ გამოვრიცხავდა, რომ შეიძლებოდა სასამართლოს აღსრულების შეჩერების ვადა გაეგრძელებინა.

“ჩვენ არ ვიცით რა დოკუმენტაცია გააგზავნა იუსტიციის სამინსიტრომ, რომელიც მოპასუხე მხარეა. ჩვენთვის უცნობია ისიც, რა განცხადება წარადგინა განმცხადებელმა.  განხილვის შემდეგ, ევროსასამართლო თუ მიიჩნევს, რომ ყარამანიშვილების მიმართ დაირღვა სამართლიანი  სასამართლოს უფლება, მაშინ ეს გახდება საქართველოში ხელახალი პროცესის დაწყების საფუძველი, ანუ რომ გაუქმდეს გადაწყვეტილება. თუმცა, ევროსასამართლო ასე პირდაპირ არ აუქმემს ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. უნდა დაველოდოთ, ვნახოთ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს.”

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლეთა პალატა ერთხმად დაეთანხმა მორიგე მოსამართლის მიერ 3 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის საქმეზე. მოსამართლეთა პალატის გადაწყვეტილებით, აღსრულება უვადოდ, ანუ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.  3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. არასამთავრობო  ორგანიზაციები,  მედიის წარმომადგენლების ნაწილი და  ოპოზიციური პარტიები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თხოვდნენ, რომ   რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება   მანამ შეეჩერებინა, ვიდრე ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი