ახალი ამბები

გლდანის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 7 მარტს 20 საათზე 10 საათით შეუწყდება

6 მარტი, 2017 • 4697
გლდანის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 7 მარტს 20 საათზე 10 საათით შეუწყდება

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, ხვალ, 7 მარტს, საღამოს 20:00 საათიდან, 8 მარტის, დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის მასივისა და მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგება შეეზღუდება:

[checklist]

  • გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონებს
  • გლდანის V – VIII მიკრორაიონებს
  • სოფელ გლდანს
  • გიორგი წმინდას დასახლებას
  • ბერთუბნის დასახლებას

[/checklist]

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ წყალმომარაგება აბონენტებს იმიტომ შეუწყდებათ, რომ გლდანის მასივში, ტექნიკური სამუშაოები 7 მარტს დაიწყება დედაქალაქის წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესების მიზნით.

კომპანიის ცნობით, სამუშაოები ერთდროულად,  წყალსადენის ქსელის ოთხ სხვადასხვა მონაკვეთზე, გლდანის მე-6 და მე-7 მიკრორაიონებში, ჩატარდება და აღნიშნულ მისამართებზე, დამატებით ოთხი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება, რის შემდეგაც გლდანის მასივის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

თბილისის მასშტაბით 2700 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 230 წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ელემენტები თბილისს 20-30 წლის განმავლობაში მოემსახურება. შედეგად, ტექნიკური სამუშაოების დროს,  წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდება. კომპანია პროექტში 7 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს, აცხადებს კომპანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი