ახალი ამბები

“რუსთავი 2”-ის მხარდამჭერთა ნაწილმა ღამე ტელევიზიასთან კარვებში გაათენა

3 მარტი, 2017 •
“რუსთავი 2”-ის მხარდამჭერთა ნაწილმა ღამე ტელევიზიასთან კარვებში გაათენა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ათობით მხარდამჭერმა 3 მარტის ღამე ტელევიზიის ეზოში გაშლილ კარვებში გაათენა. მხარდამჭერებმა ტერიტორიაზე შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. გადაწყვეტილების თანახმად სასამართლომ ტელევიზია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილებას ხელს უზენაესი სასამართლოს ცხრავე მოსამართლე აწერს.

"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერების ნაწილმა ღამე ტელეკომპანიის ეზოში გაშლილ კარვებში გაათენა. 03.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“რუსთავი 2”-ის მხარდამჭერების ნაწილმა ღამე ტელეკომპანიის ეზოში გაშლილ კარვებში გაათენა. 03.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ტერიტორიაზე მივიდნენ ასევე “ევროპული საქართველოს” წევრებიც, რომლებიც ერთ-ერთ კარავში სხდომას მართავენ.

"ევროპული საქართველოს" წევრები რუსთავი 2-ის ტერიტორიაზე. 03.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი

“ევროპული საქართველოს” წევრები რუსთავი 2-ის ტერიტორიაზე. 03.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი

მოგვიანებით, “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშს შესთავაზა, რომ არხის კოლექტივს გადასცეს ტელეკომპანია. გვარამიას თქმითვე, კოლექტივი ქიბარ ხალვაშისთვის დარჩენილი თანხის გადახდას უზურუნველყოფს.

გვარამიამ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

ქიბარ ხალვაშის განცხადებით კი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის გარკვეულ ნაწილს ის არხის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი