დღეს, 2 მარტს, დაახლოებით 21 საათიდან, რუსთავი 2-ის შენობასთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ისინი ამბობენ, რომ ,,რუსთავი 2” უნდა დაიცვან.
ენმ-iს წევრები აცხადებენ, რომ ტელეკომპანიასთან კარვებს გაშლიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ხაბაზმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის შენობასთან გაიმართება აქციები და არ მისცემენ საშუალებას ქიბარ ხალვაშს, რომ „რუსთავი 2“-ის შენობაში შევიდეს.
ხაბაზმა მოუწოდა ყველას, რომ მივიდნენ ტელეკომპანიის შენობასთან და „რუსთავი 2“ დაიცვან.
აქციაზე მისულია დაახლოებით 100 ადამიანი (21:30 საათი) და მათი თანდათანობით რაოდენობა იზრდება.
რუსთავი 2-ის შენობასთან იმყოფებიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, უფლებადამცველები.