ახალი ამბებიტექნოლოგიები

სონის ახალი პროექტორი ყველა სახის ზედაპირს სენსორულ ეკრანად აქცევს

1 მარტი, 2017 • 2017
სონის ახალი პროექტორი ყველა სახის ზედაპირს სენსორულ ეკრანად აქცევს

ტექნიკის კომპანიამ “სონი” გასულ წელს წარმოდგენილი პროექტორის კონცეფცია რეალობად აქცია. კომპანიის მიერ შექმნილი ახალი პროექტორის დახმარებით ნებისმიერი ზედაპირი შესაძლებელია სენსორულ ეკრანად იქცეს.

Xperia Touch უკვე დასრულებულია და კომპანიას მას გაზაფხულიდან 1,499 ევროდ გაყიდის იაპონიასა და ევროპის ქვეყნებში, მოგვიანებით კი პროდუქტი უკვე აშშ-შიც გამოჩნდება. განცხადება ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა 27 თებერვალს ბარსელონაში გამართულ მსოფლიო მობილურ კონგრესზე გააკეთეს.

მოწყობილობა გუგლის ანდროიდ სისტემაზე მუშაობს და უკავშირდება ყველა აპლიკაციას Google Play-ის ონლაინ მაღაზიიდან.

Xperia Touch ზომით პატარაა და აქვს ხმის სისტემა. მას შეუძლია პროექციის გაშვება როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ ზედაპირებზე. ზედაპირზე გადატანილი პროექტციის ზომა დაახლოებით 80 ინჩია.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სონი პროდუქციას დიდი რაოდენობით ვერ გაყიდის მისი მაღალი ფასიდან გამომდინარე, თუმცა გამოგონებით ნამდვილად დაიბრუნებს ინოვატორი კომპანიის სახელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი