ახალი ამბები

ისრაელი და პალესტინა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

22 ნოემბერი, 2012 • 916
ისრაელი და პალესტინა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ქაიროში ერთობლივი კონფერენცია აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ქამელმა გამართეს, მათ მოსახლეობას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აცნობეს.

შეთანხმების მიხედვით ისრაელი სამხედრო მოქმედებებს და სროლებს შეწყვეტს, ‘ჰამასმა’ კი ისრაელის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა ზოლზე თავდასხმა უნდა შეწყვიტოს.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას გაერო და უშიშროების საბჭო მიესალმებიან.

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი რვა დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ პერიოდში კონფლიქტის შედეგად 160–მდე ადამიანი დაიღუპა.

პალესტინელები ცეცხლის შეწყვეტას მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი