ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით,  უზენაეს სასამართლოში  საქმის განმხილველი სხდომა 2 მარტს ჩაინიშნა. მისი თქმით, საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ადვოკატები არ დაესწრებიან.

გვარამიას ცნობით, დიდი პალატის შემადგენლობაში შედიან ნინო გვენეტაძე, მოსამართლეები: თოდუა, როინიშვილი, გასიტაშვილი, ქათამაძე, ალავიძე, ვაჩაძე, ძლიერეიშვილი, შავლიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, რ2 გვენეტაძისა და თოდუას აცილებას ითხოვს:

“23 თებერვალს ხალვაშის მხარეს შეუტანია შუამდგმლობა გასიტაშვილის, ქათამაძისა და ალავიძის აცილებაზე (ის კოლეგია, რომელმაც საქმე გადასცა დიდ პალატას)”, – წერს გვარამია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *