ახალი ამბები

საპატრიარქოს იურისტის თქმით, პროკურატურას შორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებია

25 თებერვალი, 2017 • 2409
საპატრიარქოს იურისტის თქმით, პროკურატურას შორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებია

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, პატრიაქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი პროკურატურას დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებია.

“ახალი ინფორმაცია არ მაქვს. დაკითხვაზე დაბარებული არ არის, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა,” -განაცხადა ქარჩავამ და აღნიშნა, რომ შორენა თეთრუაშვილი მზად არის, გამოძიებას ჩვენება მისცეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი