ახალი ამბები

ანონსი, 25 თებერვალი

24 თებერვალი, 2017 • 3608
ანონსი, 25 თებერვალი

 

25 თებერვალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეა. გთავაზობთ ამ დღეს საქართველოში დაგეგმილი მოვლენების ანონსს:


11:00  პარლამენტის (რუსთაველის გამზირზე) შენობის წინ – „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) და საზოგადოება „მემორიალი“ გამართავენ გამოფენას თემაზე: „გასაბჭოების შედეგები საქართველოში რეპრესირებულთა ფოტოებისა და სიების  სახით“.  გამოფენის ნახვა 16:00 საათამდე შეგეძლებათ.

11:00 პარლამენტში “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრები აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდებიან. (ბაგრატოვანთა დარბაზი, A კორპუსი, 309 ოთახი).

11.00  უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში, გაიმართება აუდიტორია 115-ის პრესკონფერენცია. “აუდიტორია 115” საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტთან დაკავშირებით გაავრცელებს განცხადებას.

11:00  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და   საქველმოქმედო ფონდ   „აი იას“ ინიციატივითა და  ხელშეწყობით  გაიმართება ,,კოხლეარული   იმპლანტის  საერთაშორისო დღისადმი“ მიძღვნილი კონფერენცია.

11.00 ააიპ”კავკასიონის  სინერგიის” პრეზიდენტი ლიკა  ბებურიძე პრაიმტაიმის პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს. თემა: “ოჯახური ძალადობა, გახშირებული  სუიციდის  მცდელობები მოზარდებში  და  სტუდენტებში,  გულგრილი  საზოგადოება, სახელმწიფო…”

11:30 სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ მონაწილე სკოლის მოსწავლეები პრეზენტაციას გამართავენ. მოსწავლეები წარმოადგენენ მათ მიერ სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ განხორციელებულ პროექტებს. ფოტოგამოფენას დაათვალიერებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და აშშ-ის კონგრესის წევრების მეუღლეები. ადგილი: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლე ; მისამართი: შ. რუსთაველის გამზირი #8​

13:00  „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ ლიდერები ახალგაზრდებთან ერთად ტაბახმელაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით იუნკერების მემორიალს გვირგვინით შეამკობენ. 13:30სთ-ზე, ტაბახმელაში, 1921 წლის რუსეთ საქართველოს ომის ერთ-ერთ ფრონტის ნასანგრალებთან ლექცია-ექსკურსია მოეწყობა.

14.00 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტაბახმელაში სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

16:00  “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო” მეტროსადგურ “რუსთაველში” წარმოადგენს საქართველოს პირველი რესპუბლიკის და მისი დამცველების ხსოვნისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას

19:00 “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო” ვაკის ოფისში (აბაშიძის 58), ლატვიელი რეჟისორის ედვინს შნორეს ფილმის „საბჭოთა ისტორია“ (Soviet Story) ჩვენებას გამართავს. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია პარლამენტის წევრის გიორგი კანდელაკის და ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის მონაწილეობით.

19:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორი, გიორგი შაგიძე სესხების გალარების შესახებ კლიენტების შეკითხვებს უპასუხებს. სესიის მიზანია, სესხების გალარების შესახებ მომხმარებლებისათვის სრული, პროფესიონალური ინფორმაციის მიწოდება იმისათვის, რომ მათ შეძლონ, სესხებთან დაკავშირებული რისკების სწორად გაანალიზება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.

20.00 დარქვეივისა და მძიმე ინდუსტრიული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჯგუფი The KVB – SPACEHALL-ში წარსდგება.

23.00 HŌRŌOM #11: სილამაზე სტანდარტების გარეშე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი