ახალი ამბები

უმცირესობა მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებით ფინანსთა მინისტრს ზედმეტი უფლებები ენიჭება

20 ნოემბერი, 2012 •
უმცირესობა მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებით ფინანსთა მინისტრს ზედმეტი უფლებები ენიჭება

უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ფინანსთა მინისტრს ზედმეტ უფლებამოსილებას ანიჭებს:

 

„დღეს არის შემოტანილი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ფინანსთა მინისტრმა უნდა გადაწყვიტოს ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელფასები, ვინ უნდა მუშობდეს, რამდენი მუშაობდეს. რაც მთავარია, თანხა, რომელიც ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შემოსდით, ფინანსთა მინისტრს შეუძლია გადაირიცხოს ბიუჯეტში“.

ვაშაძეს შენიშვნები აქვს ასევე დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებითაც:

 

„თუ დაუბეგრავი მინიმუმი შემოდის, რატომ არ უნდა გავრცელდეს ის ბაზრობაზე მოვაჭრე ადამიანისთვის, რომლის შემოსავალი არის 500 ლარზე ნაკლები, ან რატომ არ უნდა გავრცელდეს ადამიანზე, რომელსაც ბინა აქვს გაქირავებული?“

 

მისივე განმარტებით, დეკლალირების პროცესი ძალიან რთულია, რაც იმაზეა გათვლილი, რომ მოსახლეობამ თანხა უკან ვერ დაიბრუნოს:

 

„რატომ უნდა მივიდეს ადამიანი ფინანსთა სამინისტროში, რატომ დაადეკლალიროს ხელფასი და მერე რატომ უნდა გადმოერიცხოს მაშინ, როცა ფინანსთა სამინისტროს ხელთ აქვს ეს?! იმედი გვაქვს, რომ ამას გაითვალისწინებს ფინანსთა სამინისტრო და უფრო დიდ წრეზე გავრცელდება საზოგადოების ეს შეღავათი”.

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განმარტებით, დეკლარირების პროცესი ძალიან მარტივი იქნება:
 
 
„ამ კატეგორიის დასაქმებულებს, 2013 წლის შედეგებიდან გამომდინარე, შეუძლიათ 2014 წლის დასაწყისში მიიღონ დაუბეგრავი მინიმუმის მოცულობის შესაბამისი საგადასახადო შეღავათი, რაც არის 360 ლარი. დეკლალირების პროცესი იქნება უმარტივესი. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება ამ თანხების უკან დაბრუნება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი