11:00 საათზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში C ჰეპატიტის კაბინეტი გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრება. მის: ქავთარაძის ქ. #21ა, თბილისი (ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი).
11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ბრიფინგს გამართავს. მის. თბილისის საკრებულო.
11:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის. მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9).
12.00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სპორტისა დაახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. მის: თავისუფლების 2
19:00 საათზე, რონდელის ფონდში, დისკუსია თემაზე „რუსული ინფორმაციული და კიბერ ომი: აშშ-ის არჩევნები და მომავლის გამოწვევები” გაიმართება. მოხსენებით წარსდგებიან ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელი, ნიუ-იორკის იუთიკა კოლეჯის ასოცირებული პროფესორი ხათუნა მშვიდობაძე და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია. მისამართი: შიო ჩიტაძის 3ა, რონდელის ფონდი