მეცნიერებმა აღმოაჩინეს 7 პლანეტა, რომელიც ერთი ვარსკვლავის ირგვლივ მოძრავ ორბიტაზე არიან განთავსებული – იუწყება NASA.
მკვლევრები აცხადებენ, რომ შვიდივე პლანეტაზე პოტენციურად [ 3-ზე განსაკუთრებით] შესაძლოა არსებობდეს წყალი თხევადი ფორმით. ზემოხსენებული 7 პლანეტიდან სამი მდებარეობს იმ ზონაში, სადაც მეცნიერები უშვებენ ალბათობას, რომ სიცოცხლე შესაძლებელია.
“ეს აღმოჩენა, შესაძლოა, იყოს მნიშვნელოვანი ნაწილი იმ პაზლისა, რომელსაც საცხოვრებლად ვარგისი გარემოს ძებნა ჰქვია”, – ამბობს ტომას ზურბაჩენი, NASA-ს წარმომადგენელი. “ვართ თუ არა მარტო? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა TOP სამეცნიერო პრიორიტეტია და ამდენი პლანეტის აღმოჩენა საცხოვრებლად ვარგის ზონაში მნიშნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია”.
სისტემას უწოდეს TRAPPIST – 1.
ახლად აღმოჩენილი პლანეტების სისტემა დედამიწიდან 40 სინათლის წელიწადითაა (235 ტრილიონი მილი) დაშორებული.