მეცნიერებმა აღმოაჩინეს  7 პლანეტა, რომელიც  ერთი ვარსკვლავის ირგვლივ მოძრავ ორბიტაზე არიან განთავსებული – იუწყება NASA.

მკვლევრები აცხადებენ, რომ შვიდივე პლანეტაზე პოტენციურად [ 3-ზე განსაკუთრებით] შესაძლოა არსებობდეს წყალი თხევადი ფორმით. ზემოხსენებული 7 პლანეტიდან სამი მდებარეობს იმ ზონაში, სადაც მეცნიერები უშვებენ ალბათობას, რომ სიცოცხლე შესაძლებელია.

“ეს აღმოჩენა, შესაძლოა, იყოს მნიშვნელოვანი ნაწილი იმ პაზლისა, რომელსაც საცხოვრებლად ვარგისი გარემოს ძებნა ჰქვია”, –  ამბობს ტომას ზურბაჩენი, NASA-ს წარმომადგენელი. “ვართ თუ არა მარტო? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა TOP  სამეცნიერო პრიორიტეტია და ამდენი პლანეტის აღმოჩენა საცხოვრებლად ვარგის ზონაში მნიშნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია”.

სისტემას უწოდეს TRAPPIST – 1.

მზის სისტემისა და TRAPPIST – 1-ის შედარებითი ანალიზი © bbc
ახლადაღმოჩენილი პლანეტების შესაძლო ზედაპირი NASA-ს მიხედვით

ახლად აღმოჩენილი პლანეტების სისტემა დედამიწიდან 40 სინათლის წელიწადითაა  (235 ტრილიონი მილი) დაშორებული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *