ახალი ამბები

რა კრიტერიუმებით განსაზღვრავს აშშ, არის თუ არა პოლიტიკური დევნა დაპატიმრებებში

17 ნოემბერი, 2012 • 1281
რა კრიტერიუმებით განსაზღვრავს აშშ, არის თუ არა პოლიტიკური დევნა დაპატიმრებებში

“საიდან ვიცით, რა კრიტერიუმებს გამოვიყენებთ, რომ ეს იყო შერჩევითი სამართალი? რთულია განსაზღვრა ზუსტად, რა კრიტერიუმებს გამოვიყენებთ და მართლაც რომ ვიწრო ხაზი გადის, ერთი მხრივ, რომ არ იყოს კანონის უზენაესობა და არ მოხდეს არავისთვის ბრალდების წაყენება, – ეს არ არის სწორი და მეორე მხრივ, ადამიანების დიდი ჯგუფების დაპატიმრება სათანადო სამართლებრივი პროცესის გარეშე.

 

მე ვიტყოდი, რომ შესაძლოა, ეს გვეცოდინება მაშინ, როდესაც ამას დავინახავთ: თუ ეს დაპატიმრებები, რომელიც ხდება, მოხდება სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფით, როდესაც გამჭვირვალე იქნება, ადამიანებს შეეძლებათ დაინახონ, რატომ აპატიმრებენ მათ, როგორ მიმდინარეობს ბრალდება, იქნება ადვოკატების მუშაობა უზრუნველყოფილი და არ იქნება ეს პრევენციული ხასიათის დაპატიმრება, ანუ ეს არის პრინციპები, რომელიც ახასიათებს სამართლებრივ სისტემას და საქმიანობა გაგრძელდება იმ მხრივ, რომელსც შეერთებული შტატები და საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს, რომ ეს არის კანონის უზენაესობის აღსრულება.

 

მეორე მხრივ, თუ დავინახავთ, რომ დიდ ჯგუფს ადამიანებისა აპატიმრებენ არაგამჭვირვალე გარემოში, არ არის ახსნილი, თუ რატომ, არ არის მტკიცებულება წარმოდგენილი, არ არის მიცემული შესაძლებლობა დაცვისთვის და ეს შეიძლება ატარებდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების ხასიათს და ეს არ მოემსახურება საქართველოს ინტერესებს, არავის სურს, ვიხილოთ, ან შექმნას ისეთი განცდა, რომ ანგარიშსწორება არის პოლიტიკური ოპონენეტის მიმართ და არა კანონის უზენაესობა.

 

ამდენად, გამჭვირვალობა, მე მგონი, უმნიშვნელოვანესია. შეუძლებელია, რომ მივიღოთ ვინმეს სიტყვა და ვენდოთ მას, რომ ვინმე იმსახურებს ამას. პროცესი უნდა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე. შთაბეჭდილება, რომ არჩევნები უზრუნველყოფს ერთ მხარეს, რომ გამოიყენოს ძალაუფლება და თავისი ნება მოახვიოს მეორეს, ეს არ მოემსახურება დემოკრატიის ინტერესებს.”

 


შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი გუშინ დაიწყო და იგი უკვე შეხვდა საქართველოს მოქმედ და ყოფილ პარლამენტის სპიკერებს, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთის საკითხებში, უშიშროების საბჭოს, ასევე იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს.

 

დღეს კი ფილიპ გორდონ საქართველოს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი