ახალი ამბები

რა თემებზე ისაუბრეს გორდონმა და უსუფაშვილმა

16 ნოემბერი, 2012 • • 1018
რა თემებზე ისაუბრეს გორდონმა და უსუფაშვილმა

“მე ვუთხარი ბატონ უსუფაშვილს, თუ რამდენად  ვაფასებთ ჩვენ იმას, რასაც ის აკეთებს  ქართული დემოკრატიისთვის. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და დიდი მადლობა ამისთვის”, – განაცხადა ფილიპ გორდონმა. 

 

შეხვედრას მეგობრული და თბილი უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ თემებს და პრობლემებს:

 

“შეხვედრა იყო ძალიან თბილი და მეგობრული, ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთს მაშინ, როცა საქართველოში არჩევნებმა ბევრი რამ შეცვალა საქართველოსთვის და ამერიკაში არჩევნებმა ბევრი რამ არ შეცვალა ამერიკისთვის, საუბარი შეეხო, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის თემებს და პრობლემებს. ბატონი გორდონი განსაკუთრებით დაინტერესდა იმით, თუ როგორ მიმდინარეობს თანაარსებობა საპრეზიდენტო ინსტიტუტის და საპარლამენტო უმრავლესობის, მხარდაჭერის ფონი როგორია. მე კიდევ ერთხელ მოვახსენე მას ჩვენი საკონსტიტუციო და სახელმწიფოებრივი რეალობა, რომელიც ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. პოლიტიკა რჩება პოლიტიკად, მაგრამ კონკრეტულმა პირებმა, რომლებსაც უკავიათ გარკვეული თანამდებობა, ამ თანამდებობის შესაფერისი ქმედება უნდა განახორციელონ”. 

 

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე  დღეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს შეხვდება.

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი