ახალი ამბები

უსუფაშვილის და გორდონის შეხვედრა მიმდინარეობს

16 ნოემბერი, 2012 • • 1014
უსუფაშვილის და გორდონის შეხვედრა მიმდინარეობს

შეხვედრა მედიისთვის დახურულია და მხარეებს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაუკეთებიათ. შეხვედრას ასევე ესწრებიან აშშ–ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს თავმჯდომარე  თედო ჯაფარიძე. 

 

შეგახსენებთ, რომ  14–21 ნოემბერს აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი საქართველოს, ავსტრიას, გერმანიასა და ბელგიას ეწვევა.

 

“თბილისში ყოფნისას სახელმწიფო მდივნის მოადგილე გორდონი საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას, რომ აშშ ერთგულია აშშ–საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების, რაც გამოიხატება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების, აგრეთვე, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერაში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი