ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, სასჯელი უნახევდებათ, იმ არასრულწლოვნებს, ქალებს და პირველად ნასამართლევ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი ან მსჯავრდებულნი არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის გათვალისწინებული შემდეგი მუხლებით:
1. 117-ე მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილები – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება;
2. 118-ე მუხლის მეოთხე ნაწილი – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება;
3. 126-ე მუხლის მეორე ნაწილი – ძალადობა;
4. 1431-ე მუხლის პირველი ნაწილი – ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი);
5. 1721-ე მუხლი – შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ გაშვილებაში ხელის შეწყობა;
6. 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები – ქურდობა;
7. 178-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები – ძარცვა
8. 179-ე მუხლისმეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები – ყაჩაღობა;
9. 180-ე მუხლის მეორე მესამე და მეოთხე ნაწილები – თაღლითობა;
10. 181-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები – გამოძალვა;
11. 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები – მითვისება ან გაფლანგვა;
12. 183-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები – განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;
13. 185-ე მუხლის მესამე ნაწილი – ქონებრივი დაზიანება მოტყუებით;
14. 186-ე მუხლის მესამე ნაწილი – წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება;
15. 187-ე მუხლის მესამე და მეოთხე – ნივთის დაზიანება ან განადგურება;
16. 194-ე მუხლი – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება);
17. 1941-ე მუხლის მესამე ნაწილი – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება;
18. 195-ე მუხლის მესამე ნაწილი – მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა;
19. 197-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები – ფალსიფიკაცია;
20. 198-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები – ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია;
21. მე-200 მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები – მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა;
22. მე-2001 მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები – ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება;
23. მე-2002 მუხლის მეოთხე ნაწილი – აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა;
24. 203-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილები – პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა;
25. 208-ე მუხლის მეორე ნაწილი – კრედიტის უკანონოდ მიღება;
26. 210-ე მუხლის მეორე ნაწილი – ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება;
27. 212-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები – ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება;
28. 214-ე მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილები – საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა;
29. 2221 მუხლის მესამე ნაწილი – სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება;
30. 223-ე მუხლი – უკანონო ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა ანდა მისი დაფინანსება;
31. 225-ე მუხლი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა;
32. 227-ე მუხლი – საჰაერო ან წყლის ხომალდის ანდა რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება;
33. 2271-ე მუხლი – წყლის ხომალდის ნაოსნობისათვის საშიშროების შექმნა;
34. 2272-ე მუხლი – სტაციონარული პლატფორმის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, განადგურება ან დაზიანება;
35. 228-ე მუხლი – მეკობრეობა;
36. 229-ე მუხლი – აფეთქება;
37. 230-ე მუხლი – ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიურინივთიერებისადმი უკანონო მოპყრობა;
38. 231-ე მუხლი – ბირთვული მასალის, რადიოაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს ხელში ჩაგდება;
39. 2311-ე მუხლი – ბირთვული ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ მოთხოვნა;
40. 232-ე მუხლი – ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება;
41. 233-ე მუხლი – ბირთვულ ან რადიაქტიურ ობიექტზე ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის დაფარვა ან დამახინჯება;
42. 234-ე მუხლი – საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიური, ტოქსიკური სამრეწველო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენის ტრანზიტი ან იმპორტი;
43. 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები – ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება;
44. 237-ე მუხლი – იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა;
45. 239-ე მუხლის მესამე ნაწილი – ხულიგნობა;
46. 2401-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები – ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა;
47. 243-ე მუხლის მესამე ნაწილი – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა;
48. 245-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები – ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნარჩენის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროსადმი მოპყრობის წესის დარღვევა;
49. 247-ე მუხლის მეორე ნაწილი – სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება;
50. 248-ე მუხლის მეორე ნაწილი – სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა;
51. 249-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები – შხამის ბრუნვის წესის დარღვევა;
52. 250-ე მუხლისმეორე და მესამენაწილები – შხამის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა;
53. 251-ე მუხლიისმესამენაწილი – უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო საქონლის გამოშვება ან გაყიდვა ანდა უხარისხო სამუშაოს შესრულება ან უხარისხო მომსახურების გაწევა;
54. 260-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილი (ნარკოტიკების მომხმარებლები) – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება;
55. 261-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები – ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება;
56. 262-ე მუხლის პირველი მეორე და მესამე ნაწილები – საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა;
57. 263-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები – საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა;
58. 264-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა;
59. 265-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები – ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება;
60. 266-ე მუხლი – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისათვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა ან შენახვა;
61. 267-ე მუხლი – ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება;
62. 268-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები – ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება;
63. 271-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა;
64. 272-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის მოხმარებაზე დაყოლიება;
65. 285-ე მუხლის მეორე ნაწილი – კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება;
66. 288-ე მუხლის მესამე ნაწილი – გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა;
67. 304-ე მუხლის მეორე ნაწილი – ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება;
68. 314-ე მუხლი – ჯაშუშობა;
69. 315-ე მუხლი – შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად
70. 316-ე მუხლი – სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა;
71. 3391-ე მუხლის მეორე ნაწილი – ზეგავლენით ვაჭრობა;
72. 353-ე მუხლის მეორე ნაწილი – წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ;
73. 362-ე მუხლის მეორე ნაწილი – ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება;
74. 370-ე მუხლის მეორე ნაწილი – ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი;
75. 378-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილები – პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია;
76. 3781-ე მუხლის მესამე ნაწილი – პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორსა და ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა;
77. 279-ე მუხლის მეორე ნაწილი – დაკავების ადგილიდან, პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ან ბადრაგირებისას გაქცევა;
78. 384-ე მუხლის მეორე ნაწილი – უფროსისადმი წინააღმდეგობა ან მისი იძულება, დაარღვიოს სამსახურებრივი მოვალეობა;
79. 384-ე მუხლის მეორე ნაწილი – (კანონპროექტში ორჯერ არის გამეორებული 384-ე მუხლის მეორე ნაწილი. სავარაუდოდ აქ დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა და 384-ე მუხლის ნაცვლად უნდა ეწეროს 385-ე მუხლი – უფროსის მიმართ ძალადობა);
80. 386-ე მუხლის მესამე ნაწილი – ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევა;
81.389-ე მუხლი – დეზერტირობა.
დარჩენილი ვადა, კი ერთი მესამედით უმცირდებათ პირებს, 2012 წლის 6 ნოემბრამდე მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს.
აღსანიშნავია, რომ პატიმრებს, რომლებსაც დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად სასჯელი დაენიშნათ თითოეული დანაშაულისათვის და საბოლოო სასჯელის დანიშვნისას მოხდა მათი შეკრება, ამ კანონის მოქმედება შეეხებათ თითოეული სასჯელისათვის ცალ-ცალკე.
აღნიშნული ამნისტიის საფუძველზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა ჩაეთვლებათ მოხსნილად.
ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან დამატებითი სასჯელისაგან. ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი.
კანონპროექტის თანახმად, 2012 წლის 6 ნოემბრამდე ჩადენილ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა, აგრეთვე გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულთა გამო აღძრული საქმეები შეწყდება ყველა საგამოძიებო ორგანოებში, ხოლო სასამართლოები აღარ განიხილავენ აღნიშნულ საქმეებს.
კანონის ძალაში შესვლის სასურველ თარიღად კანონპროექტში მითითებულია 23 ნოემბერი და მისი აღსრულება უნდა მოხდეს ორი თვის განმავლობაში. კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილება 19 ნოემბერს.