ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი ყარაბაღის რეფერენდუმის დამკვირვებლებს ე.წ. შავ სიაში შეიყვანს

21 თებერვალი, 2017 • 1808
აზერბაიჯანი ყარაბაღის რეფერენდუმის დამკვირვებლებს ე.წ. შავ სიაში შეიყვანს

“უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მთიან ყარაბაღში რეფერენდუმს მონიტორინგს უწევდნენ, ამ ტერიტორიაზე ვიზიტის გამო არასასურველ პირთა სიაში მოხვდებიან”, – აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ჰიკმეთ გაჯიევი.

“პირველადმა ცნობებმა აჩვენა, რომ მათი უმრავლესობა უკვე ირიცხება “არასასურველ პირთა სიაში”. ისინი არიან სომხური ლობის წარმომადგენლები და ის პირები, რომლებიც სომხეთის გავლენის ქვეშ იმყოფებიან”.

მთიანი ყარაბაღის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის ცნობით, 2017 წლის 20 თებერვლის რეფერენდუმს 207 მონიტორი, მათ შორის 30 ქვეყნის 104 მოქალაქე დააკვირდა.

2017 წლის 20 თებერვალს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ რეფერენდუმში, ოფიციალური ცნობით, მოქალაქეების 87,5%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმებს. აღნიშნული რეფორმა პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს. ამავე დროს, ამჟამინდელ პრეზიდენტს, ბაკო სააკიანს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2017 წელს ეწურებოდა, შესაძლებლობა მიეცა პოსტი 2020 წლამდე, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეინარჩუნოს. ახალი კონსტიტუციის პროექტით, პრეზიდენტს სამი წლის ვადით პარლამენტი აირჩევს.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი