ახალი ამბები

‘თელასის’ ყოფილმა თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს

14 ნოემბერი, 2012 • • 1280
‘თელასის’ ყოფილმა თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს

თელასის პროფკავშირების ხელმძღვანელის თამაზ ღონიაშვილის ინფორმაციით, თანამშრომლების აღდგენა სამსახურში ორშაბათიდან ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო. ამ დროისათვის ეს პროცესი კომპანიაში ჯერ არ დაწყებულა.

 

აღნიშნულ საკითხზე შეთანხმებას თამაზ ღონიაშვილმა “თელასის” გენერალურ დირექტორ აშოტ მანუკიანთან 8 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე მიაღწია. 

 

“თელასიის” პრესსამსახურის ვალერი ფანცულაიას ინფორმაციით, კომპანიის შენობასთან ამ დროისათვის სამი ადამიანი შიმშილობს. მოშიმშილეებს კომპანიის ადნისტრაცია არ შეხვედრია:

 

“ამ დროისთვის აშოტ მანუკიანის მოვალეობის შემსრულებლად რჩება “თელასის” ტექნიკური დირექტორი მამუკა ქობალია. მას საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის და შესაბამისი ბრძანების გაცემის უფლება არ აქვს”. 

 

ვალერი ფანცულაიას ინფორმაციით, “თელასის” გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი მივლინებაში იმყოფება და სამსახურში ორშაბათს დაბრუნდება და ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი