“დღეს სხვადასხვა სატელევიზიო ეთერის საშუალებით გავრცელდა კადრები თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი #2 ავტოპარკიდან, თითქოსდა მძღოლები მხოლოდ ცხრა დღეს მუშაობენ და გაურკვეველი წარმოშობის 16.000 ლარის ჯარიმები დაერიცხათ. თბილისის სატრანსპორტო კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული არის სიცრუე და ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას”, – ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში. მთი მონაცემებით, #2 ავტოპარკში მომუშავე მძღოლების რაოდენობა და ანაზღაურება შემდეგია:

 

#2 ავტოპარკი (საანგარიშო პერიოდი 2012 წლის ოქტომბერი)

მძღოლთა რაოდენობა ავტოპარკში – 296

მძღოლების მიერ საშუალოდ ნამუშევარი დღეები თვეში – 11.1

მძღოლის საშუალო (დარიცხული) ხელფასი ოქტომბერში – 1016 ლარი

მძღოლის საშუალო ხელფასი დღეში – 91.5

მძღოლთა ჯამური ხელფასი – 300 795

ჯამური დაქვითული თანხა (დისციპლინარული სასჯელების გამო) 575  (0.19%)

კომპანიის განცხადებით, იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი მანიპულაცია აღარ მოხდეს, კომპანიის ვებ–გვერზდე (www.ttc.com.ge) მძღოლების მიერ ფაქტობრივად გამომუშავებული შრომის ანაზღაურების შესახებ დეტალური ინფორმაცია სახელისა და გვარის ინიციალების მითითებით ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *