ახალი ამბები

მიტროპოლიტმა პეტრემ დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროში მოინახულა

17 თებერვალი, 2017 • 5128
მიტროპოლიტმა პეტრემ დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროში მოინახულა

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ დღეს, 17 თებერვალს დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.

“პატრიარქი კარგად იცნობს მამა გიორგის და ნამდვილად ბევრი სიკეთე გააჩნია მას და დამსახურება დედაეკლესიის წინაშე. შეიძლება განვიხილოთ ორი შემთხვევა სულიერი შეფასებით: ერთი აუცილებლად აღმოჩნდება ჯვარცმული ავაზაკი მამაო, რომელიც ცხონდა და შევიდა ცათა სასუფეველში, ან ეს დაშვებული განსაცდელი მასზე და ცილისწამება მას სულის საცხონებლად ეყოფა”, – განუცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ პირველ არხს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს მკვლელობის მომზადების ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, იგი მაღალი სამღვდელო იერარქის მკვლელობას ამზადებდა.

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, მან სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსი გაგზავნა ბერლინში უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად, სადაც სამკურნალოდ იმყოფება ილია მეორე, რომელსაც 13 თებერვალს ნაღვლის ოპერაცია გაუკეთეს.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, დეკანოზი აცხადებს, რომ როდესაც მას ბრალი წაუყენეს არ იყო საუბარი სამღვდელო იერარქზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი