ახალი ამბები

‘IDS ბორჯომს’ უკრაინის საგადასახადოსთან პრობლემები შეექმნა

12 ნოემბერი, 2012 • 1526
‘IDS ბორჯომს’ უკრაინის საგადასახადოსთან პრობლემები შეექმნა

მათივე ცნობით, დღესდღეობით კომპანიას წარდგენილი აქვს 250-ათასიანი საგადასახადო მოთხოვნა. ამ მოთხოვნის საფუძველზე დაყადაღებულია კომპანიის აქტივები, რომელთა ღირებულებაც ათეულობით მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს:

 

“გაყინულია საბანკო ანგარიშები, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ადგილი აქვს IDS Borjomi International-ის ხელოვნურად გაკოტრების მცდელობას”, – აცხადებენ “IDS ბორჯომი საქართველოს” პრესსამსახურში.

 

IDS Borjomi International-ი არის ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული კაპიტალით შექმნილი საერთაშორისო კომპანია. საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში ჯგუფის მართვის ქვეშ მოქმედებს მინერალური წყლების 8 ჩამომსხმელი ქარხანა. IDS Borjomi International-ი მინერალური წყლის უმსხვილესი მწარმოებელია დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. კომპანიის პორტფელის ძირითადი ბრენდებია „ბორჯომი“, „მორშინსკაია“, „მირგოროდსკაია“ და „სვიატოი ისტოჩნიკი“.

 

IDS Borjomi International-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახია. აქციონერთა შორის არიან უკრაინელი და ქართველი ბიზნესმენები, აგრეთვე, საფრანგეთის, აშშ-სა და ჰოლანდიის მოქალაქეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი